საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ აისახა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა
კაზრეთის მეორე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
კაზრეთის მეორე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, შოთა მაჩაიძის, გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.