საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 258-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 571 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9653 კვლევა, აქედან 4697 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4956 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,67%-ია, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,5%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 355-ს შეადგენს. აქედან 261 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 435 გარდაიცვალა.