საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე -19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65 წლამდე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა.
“დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კოვიდინფექციამ დაამძიმა”, – განუცხადა ambebi.ge-ს ვიქტორ სანიკიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.