საქართველოში არა და ემიგრანტები სამუდამოდ დასაბრუნებლად საქართველოში ვერა და იმიერში კი ვაცილებთ ერთმანეთს. ჯერ ორი წლით წამოსულებს, მერე ოთხი წამოგვეწევა, მერე სიძე რძალი ოჯახში, შვილიშვილებს ხომ ვერ დავამშევთ? შვებულებაზე ერთი თვით წასულებს უკან გვექაჩება სიღარიბე და უპუროდ და უფულოდ დარჩენილი შვილები. განა ცუდი შვილები გვყავს?არა ბატონო არა, უბრალოდ დროა ცუდი!
ისევ ვბრუნდებით, უფრო დამცირებულები ვგრძნობთ თავს შვებულების მერე ემიგრაციაში წამოსულები. მერე კი ვეჩვევით, თუ საბუთიც გვიწყობს ხელს ყოველ ზაფხულს ერთი თვე წასვლას სამშობლოში. ერთი თვით ბედნიერ ცხოვრებას მთელი წლით მონური შრომის ხარჯზე, ამ ერთ თვეში კიდე გვინდა ბოლო ჩამოტანილი კაპიკი ისევ სახლს და შვილებს და ახლობლებს დავახარჯოთ და რა ასე ვაკაკუნებთ თმის შევერცხლამდე…. მერე, მერე უკან სიკვდილამდე წასვლას თუ მივხვდით დაგვხვდებიან კი სიხარულით და თაიგულებით და ზარ-ზეიმით? არა მგონია! მერე მე ვიცი რა იქნება მერე! მთავარია საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებამდე იქით იმიერში არ მომიწიოს გაფრენა!
ემიგრანტი თეონა ჭანტურია/იტალია/ბარი