საქართველოში ვაქცინაცია იწყება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს:
”13 მარტიდან მივიღებთ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზას, რომლითაც, პირველ ეტაპზე, მედპერსონალი აიცრება.
საქართველოს მთავრობა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ვაქცინის დამატებითი დოზების მისაღებად სხვადასხვა მწარმოებლებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. მადლობა ყველა უწყებას კოორდინირებული მუშაობისთვის.” – წერს ირაკლი კობახიძე ფეისბულზე.