საქართველოში დღეს უკვე მეორე უკრაინელი ბავშვი დაიბადა. უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყებიდან მარტვილში ცხოვრობენ.
ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურება გაუწია.
შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს. მათ მარტვილის მკვიდრმა, გია დანელიამ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო.