საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების პარალელურად 8 ქვეყნი მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
ღნიშნული ქვეყნებია: სამხრეთ აფრიკა, ბოცვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი (სვაზილენდი), მოზამბიკი, მალავი.
14-დღიანი იზოლაციის დასრულების შემდეგ აღნიშნულ პირებს ჩაუტარდებათ PCR კვლევა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის დღეიდან ამოქმედდება.