საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. შესაბამის განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინიტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა ამ შეღუდვებს.
„ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინიტრომ ეფექტურად შეძლო გამკლავებოდა ამ შეღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად გაატარა და დანერგა“,-აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, ეროვნული გამოცდებიც ჩატარდება, თუმცა „შეიძლება იყოს, გარკვეული გადავადების ნაწილი.“