“3 ქულა ავიღეთ,საქართველოს ჩემპიონატის ლიდერს მოვუგეთ, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და მე ვთვლი რომ ძალიან დამაჯერებლად . გვქონდა მომენტები რომლებიც გამოვიყენეთ. არ ვაქმნევინებდით ბათუმის “დინამოს” მომენტებს ,გამოვიყენეთ ჩვენი შანსები და გავიმარჯვეთ . ბიჭებმა კარგად იმუშავეს,სწორად. ერთი-ორი შეცდომა,თორემ იმ გოლსაც არ გავუშვებდით,იქეთ გასატანი,აქეთ მივიღეთ. ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ეს შემთხვევით არ ხდება.მე ვთვლი რომ სწორ გზაზე ვდგავართ.ყველა შემდეგი თამაში უკეთესი უნდა იყოს წესით .მეიმედება რომ საბურთალოსთანაც ღირსეულები ვიქნებით.მივულოცავ თელაველ გულშემატკივარს გამარჯვებას,გავახარეთ ძალიან.ბოლოს სამწუხარო ეპიზოდი მოხდა და ჯოვინო ფლამარიონს ჯანმრთელობას ვუსურვებ “-“თელავის” მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე
შეგახსენებთ რომ “თელავმა” ბათუმის “დინამო” 2-1 დაამარცხა.