გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას:
‼️საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.
🔹რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
🔹საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
The Ministry of Foreign Affairs of Georgia strongly condemns so-called referenda held by the Russian Federation at the territory of Ukraine and illegal annexation of these territories which is a clear act to forcefully change the internationally recognized borders of Ukraine.
Through this yet another illegal action of the Russian Federation, the fundamental principles of international law, protecting the territorial integrity and sovereignty of all states, have once again been grossly violated.
Georgia, who has already been through the experience to forcefully change the internationally recognized borders, will never recognize the so-called illegal referenda conducted in Ukrainian regions and reaffirms its firm and unwavering support for the sovereignty and territorial integrity of Ukraine within its internationally recognized borders.