ნიკოლოზ ბასილაშვილმა მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში, კორეის წარმომადგენელი კვონ სონ ვო 5 სეტში დაამარცხა (6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3).
მეორე წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ATP-ის კლასიფიკაციაში 51-ე ჩოგანი, ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება.