LIVE TV
შაბათი, თებერვალი 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან და რიტორიკის გამოყენებისგან – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

დაპოსტა 2024/09/10-ში
15
ნახვა
გაზიარება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტი ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

მისივე შეფასებით, კანონპროექტი აგრძელებს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ინცესტის გვერდით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩამოთვლით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მსგავსია 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელთან დაკავშირებითაც „ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ დაასკვნა, რომ „ამ ტექსტის მიღების წინადადება საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს ქმნის“.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც გამდიდრების წყაროს“, – აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
25
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
16
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
11
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
732
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
59
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
19
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».