LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ

დაპოსტა 2020/03/04-ში
262
ნახვა
გაზიარება

დღეიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ქალზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა – ამის შესახებ ინფორმაციას “პარნიორობა ადამიანის უფლბებეისთვის” ავრცელებს.

რა არის დამცავი/შემაკავებელი ორდერი და რა შემთხვევაში ხდება მისი გამოცემა?

დამცავი/შემაკავებელი ორდერი არის სასამართლოს/პოლიციის მიერ გამოცემული აქტი, რომელიც გამოიცემა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის დროს. ორდერით განისაზღვრება მოძალადეთა შეზღუდვები და მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

როგორ დაიწყო საქმე?

2016 წლის 4 თებერვალს ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებსაც წარმოადგენენ: “საქართველოს პრეზიდენტი, საქართელოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები; მოქმედი კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებიდან (2006 წ) განსახილველ პერიოდამდე, გაცემულა თუ არა ძალადობის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერი. შსს-მ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

უარის საფუძველზე PHR-მა სასამართლოს მიმართა,  სადაც ამტკიცებდა რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორდერების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო.

რა არის საჯარო ინფორმაცია?

“საჯარო ინფორმაცია” არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი, მათ შორის ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა რაც გასაჩოვრდა შსს-ს მიერ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ხოლო განმეორებით გასაჩვრების შედეგად უზენაესმა სასამართლომ, დაშავებადაც კი არ ცნო შსს-ს საჩივარი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რაც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ინფორმაციის საჯაროობის გზით, ამკვიდრებს პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ უმაღლესი საზოგადოებრივი კონტროლის სტანდარტს. აღნიშნული სტრატეგიული საქმის საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაიგოს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან თუ არა ოჯახში მოძალადეები ან როდესმე გამოცემულა თუ არა მათ მიმართ ქალზე ძალადობის გამო შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის ყველა წევრზე, საქართველოს პრეზიდენტზე, მათ მიმართ 2006 წლიდან დღემდე, გაცემულია თუ არა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. მიღებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას.

გამომდინარე იქიდან რომ 2020 საარჩევნო წელია, როგორც კი ცნობილი გახდება პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო სიები, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატების თუ პარტიული მაჟორიტარული კანდიდატების ვინაობა, ორგანიზაცია დეპუტატობის კანდიდატების შესახებაც გამოითხოვს იგივე ინფორმაციის. გვჯერა რომ როგორც მოქმედი თანამდებობის პირების ისე კანდიდატების შესახებ ამგავრი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

გაზიარება117

დაკავშირებული -პოსტები

სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 15, 2026
19
მთავარი

სუს- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

აშშ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის...

დაწვრილებითDetails

ცო­დოა არ უჩივ­ლოო- თბილისში 38 წლის ქალი მეზობელმა მოკლა

იანვარი 15, 2026
99
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ახალ­გაზ­რდა წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

იანვარი 15, 2026
194
მთავარი

საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებში. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 20.4 ლარით მეტია, 2025...

დაწვრილებითDetails

რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების კაბელები დაზიანეს და მოიპარეს

იანვარი 15, 2026
33
default
მთავარი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 15, 2026
3
მთავარი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და...

დაწვრილებითDetails

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად....

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
21
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

იანვარი 15, 2026
9
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს. საქართველოს გარდა სიაშია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვეყნების სრული...

დაწვრილებითDetails

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 34 წლის მამაკაცი დააკავა

იანვარი 15, 2026
115
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილზე დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».