❗❗❗
? დღეს, როდესაც საქართველოს რეალურად უდგას ყოფნა-არყოფნისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საკითხი, რუსეთიდან ახალდაბრუნებული ალტ-ინფოსა და კონსერვატული პარტიის ლიდერები სოფელ-სოფელ კრებენ ყოფილ სპორტსმენებს და ჩეჩნეთში კადიროველებთან საომარი ბრძოლების შესასწავლად აგზავნიან, რათა კიდევ უფრო სწრაფად და დაუნდობლად გაუსწორდნენ ყველას, ვინც რუსეთის მონობის წინააღმდეგია – ჟურნალისტებს,სამოქალაქო აქტივისტებს და ქართველი საზოგადოების იმ 82%-ს, რომელიც საქართველოს მომავალს ევროპოსთან ინტეგრაციაში ხედავს.
❗ მოგეხსენებათ კადიროვის რაზმები, ე.წ. კადიროველები – ვისთანაც უნდა გაიარონ წვრთნები სპორტსმენებმა, პირდაპირ ემსახურებიან პუტინის რეჟიმს და უკვე რეალობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ისევე აპირებს ხელისუფლების შენარჩუნებას, როგორც კადიროვმა ეს ჩეჩნეთში განახორციელა.
❗შესაბამისად, ამ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში “ანტი-პუტინისტური მოძრაობა” აგროვებს ყველა იმ პირის და მათი ოჯახების მონაცემებს, ვინც აორგანიზებს ან უშუალოდ მომზადებას გაივლის კადიროვის საწვრთნელ ბანაკში, რათა გადასცეს აშშ-ს, ევროკავშირისა და უკრაინის საელჩოებს და ისინი ავტომატურად „მაგნიტსკის სიის“ კანდიდატთა სიაში მოხვდებიან, როგორც თავად კადიროვი და მისი ოჯახია.
❗ასევე ვამზადებთ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეების უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მონაწილეობა დასჯადი გახდება. ისევე, როგორც ეს ისლამური სახელმწიფოს შემთხვევაშია.
❗საქართველოს კადიროვიზაციის უფლებას არავის მივცემთ
და ეს ჩემი და შენი მოვალეობაა !
#გამარჯობაჩვენსაქართველოდანვართ !
“ანტი-პუტინისტური მოძრაობა”!-წერს საქართველოს პარლამენტის წევრი ნონა მამულაშვილი.