,,საქართველოს ისტორია მოკლედ
————————
რომაელნი, ხაზარები,
სელჯუკები, არაბები,
მურვან-ყრუ თუ თემურ-ლენგი,
ვინ არ შეგვხსნა დარაბები;
მონღოლები, მერე ისევ,
ხან ოსმანა და ხან ალი,
თუკი სადმე ჭირი გაჩნდა,
ყველამ ჩვენ დაგვადგა თვალი.
შაჰ-აბასი, ნადირ-შაჰი,
ხანაც კიდევ განჯის ხანი,
არც ლეკები გვეშვებოდნენ,
ბოლოს აღა-მაჰმად-ხანი.
გადამწვარი თბილისი რომ
მეფეს დარჩა უკან, ალში,
რუსებს დავეტრაქტატეთ და
მას შემდეგ ვართ …
ZG” -წერს ზურაბ გურული.