“ფინალი რისი ფინალია, დაძაბულობა რომ არ ახლდეს.
საწყის წუთებში ჩვენი გუნდი 15:0 (!) დაწინაურდა, თუმცა ზღვისპირელებმა გამოასწორეს მდგომარეობა და პირველი მეოთხედი მხოლოდ 5-ქულიანი უპირატესობით მოვიგეთ – 23:18.
მე-2 ათწუთეული თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და დიდი შესვენებისთვის ანგარიში 40:37 გახლდათ. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ქუთაისელებს აკაკი დვალიშვილი გამოაკლდა.
ბათუმელები გაცილებით ორგანიზებულად მოქმედებდნენ მე-3 ათწუთეულში, რაც ანგარიშშიც აისახა. გადამწყვეტი მეოთხედისთვის ისინი 56:50 დაწინაურდნენ და არც ერთობ დრამატულ ბოლო მონაკვეთში დათმეს ინიციატივა.
“ბათუმმა” 73:69 მოიგო და საქართველოს თასი დაისაკუთრა.”-პოსტს სოციალურ ქსელში “ქუთაისი 2010” ავრცელებს
ქურდობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპრტში კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი მოხდა . ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ გვერდ "სიახლე ქუთაისში • News in KuTaisi" წერს. კეთილო ადამიანებო დღეს 25 ნომერში მოიპარეს საფულე შიგნით დევს...










