LIVE TV
შაბათი, იანვარი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/02/26-ში
51
ნახვა
გაზიარება

გიორგი გახარია – საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერებაში, რათა ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინოს პოლიტიკური მიღწევების კონვერტაცია კონკრეტულ მოგებაში

ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე – „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დარბაზიდან მიმართა პანელური დისკუსიის – „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“ მონაწილეებს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო სხვადასხვა სფეროში არსებული სტანდარტების ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, აქ არის სტრუქტურული რეფორმები, ინსტიტუციური გაძლიერება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და მათი გადალახვის პროცესში ევროპელი კოლეგების დახმარების მნიშვნელობაზე.

„ერთი დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაშიც, პირველ რიგში, ჩვენი ევროპელი კოლეგები უნდა დაგვეხმარონ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებს ეხება. საქართველოს დღეს აქვს იდეალური სამართლებრივი ჩარჩო, ხელშეკრულებები ევროკავშირთან, მაგრამ, საქართველო ინსტიტუციურად და ფასეულობების დონეზე ძალიან ახლოს ევროპასთან, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს. დაკავშირებადობა, რომლის სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფომ შექმნა ევროპულ ბაზართან, დღეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი საშუალო, წვრილი და მსხვილი ბიზნესისთვისაც, რათა მათ დაამყარონ კავშირები და მიიღონ კონკრეტული მოგებები თუ შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ყველაზე სწრაფად დააჩქარებს ქართული ეკონომიკის ზრდას.

„როდესაც გვაქვს ძალიან კარგი სამართლებრივი ჩარჩო და არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი და რეალური, ფიზიკური პრობლემები გვაქვს დაკავშირებადობის მიმართულებით, ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროს – ეკონომიკის, თუ მეცნიერების ღვაწლმოსილი წარმომდგენლებისგან ევროკავშირის სხვადასხვა პლატფორმაზე. დღეს, პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება ამ დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ეს იქნება შავი ზღვის საშუალებით, პირდაპირი ფრენების, რკინიგზის, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით, რათა ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინონ პოლიტიკური, ინსტიტუციური დაახლოების, მიღწევების კონკრეტულ მოგებებში კონვერტაცია მოქალაქისთვის და ბიზნესისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი მონაწილეობდნენ.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა

იანვარი 15, 2026
50
მთავარი

„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. „როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის 1 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
41
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ” – ირაკლი კობახიძე

იანვარი 14, 2026
23
მთავარი

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის...

დაწვრილებითDetails

“ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი”- კობახიძე

იანვარი 14, 2026
18
მთავარი

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ...

დაწვრილებითDetails

“ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე

იანვარი 14, 2026
84
მთავარი

ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან ეს „მართლმსაჯულების საქმეა“. „ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ...

დაწვრილებითDetails

რეჟიმი პოზიციებს თმობს – სალომე ზურაბიშვილი

იანვარი 13, 2026
96
მთავარი

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის...

დაწვრილებითDetails

“როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია” – პაპუაშვილი სანდუს განცხადებაზე

იანვარი 13, 2026
45
მთავარი

მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა - რა უნდა ითქვას,...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 12, 2026
16
მთავარი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს. „თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე...

დაწვრილებითDetails

გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო – რევაზ სოხაძე

იანვარი 12, 2026
34
მთავარი

,,გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ მონაკვეთს წარმოადგენდა”- ამის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

იანვარი 12, 2026
18
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».