საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 სექტემბერს საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კოლეგას გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვდა.
უწყება ამბობს, რომ მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
“ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში”, – წერია განცხადებაში.