საფრანგეთში ლიონში ყველის 257 სახეობისგან შემდგარი პიცა დაამზადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
30 სანტიმეტრის დიამეტრის პიცაზე ყველის 257 სახეობა მოთავსდა. უახლოეს პერიოდში ამ ფაქტს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანენ.
პიცა ადგილობრივმა პიცაიოლომ ბენუა ბრუელმა მოამზადა. თავდაპირველად, ის ყველის 254 სახეობის გამოყენებას აპირებდა, თუმცა მზადების პროცესში ყველის კიდევ სამი სახეობა დაამატა.
„ცხადია, რომ დიდ, 80-სანტიმეტრიან პიცაზე ყველის უამრავი სახეობის მოთავსება შეიძლება, ამიტომაც რეკორდისთვის პიცის დიამეტრი 30 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა მან.
წინა რეკორდი 2019 წელს მელბურნში დაფიქსირდა. მაშინ ერთ-ერთი ადგილობრივი რესტორნის მზარეულმა ჯონი დი ფრანჩესკომ 30-სანტიმეტრიან პიცაზე ყველის 154 სახეობა მოათავსა.