სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან – წერს ამერიკის საელჩო საქართველოში თავის ფეისბუკზე:
“COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება.
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.” – ნათქვამია აშშ-ის საელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ.