ენმ-ის წევრებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 7-7-ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს, ჩოხატაურში დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წევრებს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება და ოცნების მხარდაჭერები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ. ოპოზიცია მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის ინტერესებზე საუბრობს და თავდასხმის ორგანიზებაშიც მას ადანაშაულებს.