აჭარაში საზღვრისპირა რეგიონში საეჭვო კლინიკური ნიშნით პაციენტი არ გვყავს, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საზღვრებზე მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს.
“ამ ეტაპზე არ გვყავს საეჭვო კლინიკური ნიშნით არცერთი პაციენტი აჭარაში. ამ შემთხვევის გამოვლენა პრინციპში პროგნოზირებული იყო და ველოდებოდით, რომ ამხელა მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან, რაღაც ეტაპზე რომ საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. ზომებზე სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური. ხვალ იგეგმება სამუშაო შეხვედრები. გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობაში და გავიარეთ ყველა საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს. რაც შეეხება საზღვარს, მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც აეროპორტში ისევე სარფში სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. რამდენჯერმე პირს საზღვარზე ჰქონდა გადმოსვლის მცდელობა, თუმცა ისინი უკანვე იქნა მიბრუნებული თურქეთის მხარეს. როგორც ვიცი ირანის ორი მოქალაქე იყო მათ 37,5 სიცხე ჰქონდათ. ჩვენს ზონაში არცერთი საეჭვო პირი არ მოხვედრილა”,-განაცხადა ნიჟარაძემ.