LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? – შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/11/14-ში
79
ნახვა
გაზიარება

სამ წელზე მეტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საავადმყოფოში იყო – სანახავია, რა დაჯდა მისი საავადმყოფოში ყოფნა? გვაინტერესებს, რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი „ის ისტერია იყო, რომელიც ბრიუსელმა და მისმა ელჩმა ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოვა.“

„ელჩი სხვა ელჩებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მივიდა დემარშით და სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, რეალურად, მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს არის „ენჯეოების“, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები, თითქოს დემენცია ჰქონდა. გახსოვთ პრეზიდენტი ზელენსკი და სანდუ, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თითქოს, მათ აწამებდნენ. სანდუ და ზელენსკი ევროინტეგრაციის ტაშდაკრული ლიდერები რომ არიან, გამოვიდნენ და თქვეს ტყუილი და ამის შემდეგ ბოდიში არც სანდუს, არც ზელენსკის და არც ჰერჩინსკის არ მოუხდიათ, რომელიც იუსტიციის მინისტრთან დემარშით მივიდა. ამ დემარშიდან რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირდა, რომ მისი სხვაგან გადაყვანა მომხდარიყო.

მთლიანი ეს პროცესი ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი იყო, რომლითაც საქართველოში ცრუ ნარატივების გამყარება შეძლეს…

ეს ყველაფერი დასრულდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც უნდა იყოს. ხედავთ, რომ ხმას ვერ იღებს გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ამ ცირკს ვერც ის დადგამს და არცერთ ელჩს და ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არცერთ ცირკის საშუალებას არ მისცემს.

ერთი რამ მაინტერესებს, ალბათ, სანახავია – რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? გვაინტერესებს რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა „იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია.“

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიგერიეთ თავდასხმები და დავდექით იქ, რომ საკადრისი პასუხი გაეცეს ყველას, ვინც სააკაშვილი აქ ჩამოიყვანა. ის ჩამოიყვანა უკრაინის ხელისუფლებამ აქ – დღეს ტაშს რომ უკრავთ პრეზიდენტ ზელენსკის, მან ჩამოგვიყვანა სააკაშვილი აქ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აერია. ეს არის თქვენი ზელენსკი. ვინ იყო ის ჯგუფები, ვინც დემენციაზე ტყუილებს იგონებდნენ? – ზელენსკი, სანდუ, სხვა პოლიტიკოსები და ელჩები, რომლებმაც ეს უტიფარი ტყუილი გაკადრეს თქვენ და საქართველოს. გაგანია ომი მიდის, აქედან გვივლიდნენ, რომ რამენაირად სიტუაცია აერიათ და საქართველო რუსეთთან ესკალაციაში ყოფილიყო, რომლის ბოლოც იქნებოდა ომი. ამას სჭირდებოდა მოქნილობა რომ ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავით – გამოვედით და ახლა ყველას უნდა მიეზღოს თავისი იმ ცრუ ნარატივისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აკადრეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას.პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

რომელი თვეები იქნება ყველაზე იღბლიანი 2026-ში

დეკემბერი 16, 2025
165
მთავარი

2026 წელი ასტროლოგიურად ძლიერი შესაძლებლობების პერიოდია, თუმცა წლის განმავლობაში გამოიკვეთება რამდენიმე თვე, როცა იღბალი, ფინანსური წარმატება და ცხოვრების პოზიტიური ცვლილებები განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში შანსები უფრო ადვილად მოდის, გადაწყვეტილებები კი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ

დეკემბერი 16, 2025
226
მთავარი

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა. სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა...

დაწვრილებითDetails

დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა – ავარია სამეგრელოში

დეკემბერი 16, 2025
192
მთავარი

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური მაგისტრალზე, სოფელ ახალკახათთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 42 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქალი ავტომობილიდან გადმოვიდა. საჭესთან მჯდომი პირი დაკავებულია.

დაწვრილებითDetails

რამდენ მძღოლს და რატომ აქვთ შეჩერებული მართვის მოწმობა

დეკემბერი 16, 2025
202
მთავარი

არსებული სტატისტიკის მიხედვით, დღეის მდგომარეობით მართვის მოწმობა 35 445 მძღოლს აქვს შეჩერებული. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები პარლამენტში წარდგენილ პროექტს ახლავს თან. უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური თრობის საფუძვლით მართვის მოწმობა 18 310 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი

დეკემბერი 16, 2025
772
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა და 14 პირი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის 5 „კანონიერი ქურდია“. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დარახველიძის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მძიმე ავარია მოხდა

დეკემბერი 16, 2025
4.8k
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა  ქუთაისში. სოფელ ქვიტირთან. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. სამი დაშავებულიდან, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დეკემბერი 16, 2025
816
მთავარი

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

დეკემბერი 16, 2025
3.8k
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს. ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და...

დაწვრილებითDetails

მოსახლეობა ხონში წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს – რას აცხადებს ქალაქის მერი

დეკემბერი 16, 2025
67
მთავარი

ხონში მოსახლეობა წყლის მიწოდების პრობლემის გადაჭრას მოითხოვს. მათი თქმით ნახევარ წელზე მეტია წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. საკითხს სოციალურ ქსელში საჯაროდ ეხმიანება ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე...

დაწვრილებითDetails

“ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

დეკემბერი 16, 2025
52
მთავარი

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებას გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ. „იცით, რომ იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».