Reuters-ის ცნობით, ტუნისის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად მინიმუმ 43 მიგრანტი დაიღუპა.
მიგრანტები ლიბიიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ.
ნავზე, რომელიც ზუვარადან დაიძრა, იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, სუდანიდან, ერითრეადან და ბანგლადეშიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ნავზე მყოფი 84 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
იტალიაში წელს აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან 19 800 მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 6 700 იყო.