LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სამწუხაროდ, პომპეოს გზავნილი “ოცნებისთვის” მგლის თავზე სახარების კითხვაა – ანა ნაცვლიშვილი

დაპოსტა 2020/11/19-ში
278
ნახვა
გაზიარება

ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არანაირად არ შედის მართლმსაჯულების გათავისუფლება”, -ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, სადაც განმარტა თუ რატომ იყო პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არარსებობაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რის გამოც გააყალბეს არჩევნები.

“ წარმოუდგენელია ერთბაშად პირდაპირ არჩევნები მოიპარო! ჩვენ კი ყოველდღე გვპარავენ: სიმართლეს (უსამართლო სასამართლო პროცესებზე, წლობით გაჭიანურებული სასამართლო პროცესებით, უსამართლო ადმინისტრაციული განხილვებით და ა.შ.) ბიუჯეტის ფულს (ტენდერებით, პრემიებით და ა.შ.) მომავლის პერსპექტივას და ახლა ამ ნაქურდალის შესანარჩუნებლად – არჩევნების მოპარვაც გახდა „საჭირო“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან განმარტა, თუ რას შეცვლიდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საარჩევნო კონტექსტში.

“საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს, უბნების ირგვლივ მობილიზებულ ძველ-ბიჭობას, ძველ-ბიჭობასთან შეზრდილ ადგილობრივ თვითმმართველობებს და პარტიულ შტაბებს რომ ჰქონდეთ რეალური შიში იმისა, რომ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა: მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. გამოაშკარავდება (დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ) და დაისჯება (დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ) გაბედავდნენ ისინი ამ ყველაფერს? ცესკოს და ყველ დონის საარჩევნო ადმინისტრაციამ რომ იცოდეს, რომ მათ მიერ მირეულ-მორეული „ბალანსი“ ოქმებში საარჩევნო დავების საფუძველი გახდება, ხოლო ამ დავებს კანონის სრული სიმკაცრით განიხილავს და განსჯის დამოუკიდებელი სასამართლო, წავიდოდნენ ისინი გაყალბებაზე ციხეში წასვლის ფასად? მაგრამ ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში არანაირად არ შედის მართლმსაჯულების გათავისუფლება, მერე რითი დაიცვას ნაქურდალი სიმართლე, ფული და ა.შ. პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც ფორმალურად კი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ ყველას შეგახსენებთ, რომ იქ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული 5 წევრია და მათ გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება დანიშვნებზე.

ჰოდა, გუშინ, პომპეოს გზავნილის “კვალდაკვალ”, გუშინვე 36 ახალი მოსამართლე დანიშნეს! „ოცნების“ მიერ დანიშნული ყველა წევრი ერთის გამოკლებით (ნაზი ჯანეზაშვილი) კლანის ინტერესების მსახურია არჩევის დღიდან. ამიტომ, მოკლევადიანი გამოსავალი არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, სუფთა ხალხით და სწორი წესებით და მათ მიერ ახალი არჩევნების ჩატარება, ხოლო შემდეგ უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მშენებლობა უნდა იყოს – რომლის გარეშეც ნებისმიერი ხელისუფლება ისევ მიმტაცებლად გადაიქცევა და ჩვენ – იგივე წრეზე დავტრიალდებით,”-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება111

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
29
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
23
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს” – პედრო სანჩესი

იანვარი 23, 2026
44
მთავარი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
32
მთავარი

დებატები?! კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა იყოს ლიდერების დონეზე და არა ფარსი, რომელიც მათ უყვართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნულით ის, პრემიერის, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო” – გიორგი ვაშაძე

იანვარი 23, 2026
38
მთავარი

სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ...

დაწვრილებითDetails

საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – გიორგი შარაშიძე

იანვარი 22, 2026
105
მთავარი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნების“...

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ირაკლი კობახიძე

იანვარი 22, 2026
72
მთავარი

ჩვენ ვალდებულები ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე წერს. "დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია....

დაწვრილებითDetails

“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა სავაჭრო ომი შეაჩერა” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 22, 2026
31
მთავარი

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე „იმაზე უკეთეს...

დაწვრილებითDetails

“გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები”- მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი

იანვარი 22, 2026
152
მთავარი

მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად შეიცვალა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული....

დაწვრილებითDetails

“გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა” – ტრამპი

იანვარი 22, 2026
26
მთავარი

გრენლანდიასთან დაკავშირებით „მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ ისეთი შეთანხმებაა, რომლის დადებაც მსურდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, შეთანხმება გრენლანდიის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს თუ არა, დონალდ ტრამპმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».