სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ განაცხადა.
შესაბამისად, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით კიდევ სამი პაციენტია შეყვანილი, მათ უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.
1tv.ge