ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან აკაკი გვიანიძე სახალხო დამცველს მიმართავს, სამტრედიის იზოლატორში არსებული მდგომარეობით დაინტერესდეს.
“სამტრედიის იზოლატორში პოლიტიკური პატიმრის გამწარების ახალი ხერხისთვის მიუგნიათ. როდესაც დაკავებულთან გულშემატკივრებს საკვები მიაქვთ, არ იღებენ, იმდენი საჭმელი აქვს, იქით გაგატანთო – ეუბნებიან და შემდეგ ერთჯერადი სუპის ან ხორცის უგემური კონსერვის ამარა ტოვებენ დღეების მანძილზე.
დაინტერესდით ამ სამარცხვინო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით!”, – წერს გვიანიძე სოციალურ ქსელში.