საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე, უხვი ნალექის გამო, მდინარე ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
“როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს
გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.