ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრა გორში , თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმარა. გორის “დილამ” სამტრედიას უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. შეხვედრის პირველ ნახევარში სამტრედიელთა მხრიდან 2 გოლი საბა ფირანაშვილმა და მათე აბულაძემ გაიტანეს. საგულისხმოა ის ფაქტიც რომ, თუ განვლილ ტურებში სამტრედია პენალტების გატანას ვერ ახერხებდა, თენგიზ ბურჯანაძეზე მათე აბულაძემ პენალტი გოლად აქცია. შეხვედრის მეორე ნახევარი გორის “დილამ” აქტიურად დაიწყო. მატჩის ბოლო წუთზე ონორე გომისმა 1 ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა საპასუხოდ თორნიკე ახვლედიანმა, რომელმაც განვლილ ტურში პენალტი გააცუდა, ერთგავრად დანაშაულიც გამოისყიდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 1-3, სამტრედიელთა სასარგებლოდ.
ამ გამარჯვებით სამტრედიამ უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება შეძლო, 16 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. მათი შემდეგი მეტოქე უშუალო კონკურენტი ქობულეთის “შუქურაა”, რომელსაც საშინაო კედლებში 16 სექტემბერს დაუპირისპირდება . უნდა აღინიშნოს ისიც რომ გულშემატკივრების თანადგომა მუდამ გადამწყვეტია, ფან-კლუბის მიმართვამ და გამხნევებამ ” პატრონი მაინც არ გვყავს, უფრო მეტი შეგვიძლია” სამტრედიელებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა და შედეგიც სახეზეა.