LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 26, 2021
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სამი დღეა, შემაჯამებლებს ვწერთ, ვწერთ, ვწერთ და ისევ ვწერთ- მასწავლებელი ონლაინგაკვეთილიდან

მეგა TV by მეგა TV
დაპოსტა 2020/11/12-ში
All news, ახალი ამბები, მთავარი, საზოგადოება ა
გაზიარება

საგანმანათლებლო ინტერნეტპლატფორმაზე edu.aris.ge გამოაქვეყნდა ერთ-ერთი მასწავლებლის, ნინო გიორგაძის ჩანახატი ონლაინგაკვეთილიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

სამი დღეა, შემაჯამებლებს ვწერთ, ვწერთ, ვწერთ და ისევ ვწერთ.

სამი დღეა, დამამშვიდებლებს ვსვამ, ვსვამ და ისევ ვსვამ.

გუშინწინ, გუშინ, დღეს ტყუპისცალებივით დაემსგავსნენ ერთმანეთს.

გუშინაც…

გუშინწინაც…

დღესაც…

 

  • მე: ბავშვებო, მოემზადეთ! თქვენ უნდა შეასრულოთ შემაჯამებელი სამუშაო და 1 საათში გადმომიგზავნოთ ნაშრომი!

ის: აუ, მასწ, ჩემი ტელეფონი ჭედავს.

მე: კომპიუტერით იმუშავე.

ის: კომპიუტერთან ჩემი და ზის.

მე: ლეპტოპი გაქვს?

ის: მასწ, ლეპტოპით დედა მუშაობს.

p.s. დედა ვაიძულეთ, შვილისთვის ლეპტოპი დაეთმო.

2) გაგრძელება…

ის/ისინი: მასწ, თიმსი მაგდებს და ძლივს შემოვდივარ.

მე: ნუ ნერვიულობ, დამსწრეთა სიას თვალს ვადევნებ და მოწვევას გამოგიგზავნი.

p.s. სად იყო და სად არა, თიმსმა მეც ამახვევინა გაკვეთილიდან ))))

დიდი წვალების შემდეგ ძლივს ვბრუნდები ვირტუალურ საკლასო ოთახში.

3) სანამ მე პროგრამას ვებრძოდი და პროგრამა მე მებრძოდა, მასწავლებლის გარეშე დარჩენილ კლასში მიმდინარეობს დისკუსია, კონსილიუმი:

– არა, ბიჭო, ეგ არაა სწორი.

– შენ მასწავლი?

– თუ დამიჯერებ, დამიჯერე, თუ არა, საკუთარ თავს დააბრალე.

– ბიჭო, რა ვიცი, ყველა ასე ამბობს, დარაჯობსო. “სდარაჯობს” რა უბედურებაა.

 

უცბად:

– გაჩუმდით, მასწავლებელი დაბრუნდა!

– ჩჩჩუუუუუ!

– სუ, სუ, სსსს!

 

4) 10 წუთის შემდეგ:

მე: საყვარელო ბებო, არასწორად კარნახობთ თქვენს შვილიშვილს, ეგ ფორმა არ უნდა გაესწორებინა.

 

ბებო: უი, მე მეუბნება? ისმის, ბიჭო, ჩემი ხმა? ვერ გამორთე მიკრ….. (მიკროფონი გამოირთო!)

5) იწურება 1 საათი…

– მასწ, ვერ ვაგზავნიიიიი…

– მას, სად გამოვაგზავნოოოოო…

– ნინო მასწ, აქამდე ვაგზავნიდი, ახლა – რა ხდება, არ ვიცი

– აუ, ვინც ეს თიმსი მოიგონა, თფუ!

– აუ, სკოლა მომენატრა.

– მას, მიშველეეეეეეთ…

 

34 ბავშვი ერთად (ერთად!)😭ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად (სწრაფად!), მიიღოს ჩემგან ამომწურავი პასუხი.

 

6) დავალებას ტვირთავენ.

ახლა მე ჩავყურებ მობილურის ეკრანს და 3-ჯერ 34 ნაშრომს ვასწორებ.

 

p.s. ქმარ-შვილი მამუნათებს, დღესაც შემწვარი კვერცხი უნდა გვაჭამოო?

#მასწავლებელიგმირია

#მასწავლებელიამტანია

#მასწავლებელიარაამქვეყნიურიარსებაა

გაზიარება49
megatv.ge





+12









ბოლოს დამატებული ამბები

აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, გომელაურის უწყების მიერ გამოწერილი საჯარიმო ოქმი დაწვეს

იანვარი 26, 2021
No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება ა
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!

დაამატე ახალი Playlist