საქართველოს ქალთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ჩხოროწყუს “სამეგრელომ” უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მეტოქე გაიარა ?
მეგრელებმა სლოვენიის ჩემპიონი “მურა” ?? მათსავე მოედანზე დაამარცხა, როდესაც ძირითადი დროის 0:0 დასრულების შემდეგ პენალტების სერიაში 5:4 აჯობა მეტოქეს, თანაც მატჩის მიმდინარეობისას ქართველები 9 მოთამაშით დარჩნენ, მსაჯმა ჯერ ანა პავლიაშვილი, შემდეგ კი მაიკო ბებია გააძევა
სლოვენიური კლუბი შიდა პირველობაზე ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში უკვე 43 გოლი აქვთ გატანილი.
ჩხოროწყუელთა მომდევნო მეტოქე 9 სექტემბერს, ლიმასოლის “აპოლონი” ?? იქნება, კვიპროსელებმა დღეს მაკედონური “ლიუბოტენი” ?? 9:0 გაანადგურეს.
წყარო-ქართული სპორტის ქომაგები