ზუგდიდში, საკონსერვოს დასახლებაში, სამგზავრო მატარებელი ზუგდიდი-თბილისი, მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მანქანას ზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია მართავდა, რომელმაც სავარაუდოდ ვერ შეამჩნია მატარებელი.
გამოძიება დაწყებულია და ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.