საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, გენერალ პიმენოვს და მის მოადგილეს პოლკოვნიკს, ასამართლებენ ჩემი უკანონო გატაცებისთვის.
თავის დროზე მათ ბევრი ფული აიღეს პარაშენკოსგან და ბინებიც მიიღეს და წოდებებიც – ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის და ქვეყნიდან უკანონოდ გაგდებისათვის. ახლა ისინი დარჩნენ სამხედრო წოდებების და სამსახურის გარეშე და მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა.
ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში! სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარაშენკომ აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაიხურა და ახლა მიმდინარეობს პროცესი იმ სისხლის სამართლის საქმის გამყალბებლების პასუხისმგებლობაში მიცემის მიმართულებით და ესეც ნათლად ადასტურებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და სამართალი ბოლოს მაინც პურს ჭამს”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.