LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები…. – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2021/04/07-ში
815
ნახვა
გაზიარება

სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, იცოდეთ, მათგან არ მივიღებ,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას საქართველოს საპატრიარქოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, წლებია, რაც ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.

„სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, იცოდეთ, მათგან არ მივიღებ. შურს არავისზე ვიძიებ, მაგრამ ესენი თუ არ გაჩერდებიან, მათსავით ჭორიკანა არ ვარ, არაფერს წამოვაძახებ. არ უნდა იკადრო ამბის გარეთ გატანა, წლები თუ რაღაცას მალავდი ადამიანი. მინდა ამ ადამიანებმა, ვინც მათი მამოძრავებელი ძალაა, თავიანთ თავში ისევ აღმოაჩინონ ადამიანი, კეთილი თვისებები, მარხვის პერიოდია, შეინანონ და სხვა ადამიანებიც დაიცვან ცოდვისგან, ეს აუცილებელია“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, პატრიარქს არც ერთი ადამიანი ცოდვისთვის არ ემეტება.

„უწმინდესს ებრალება ადამიანი, ცოდვისთვის არ ემეტება, რადგან იცის, რა ხდება ჯოჯოხეთში და რა ხდება სასუფეველში. როდესაც უკვე ვუყურებთ, მარტო კაცის მაგინებელი აღარ არიან, დაფიქრდნენ, იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდებიან. ასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი? ჩვენ რა, არ ვიცით ამის უკან ვინ დგას? მერე გამოვლენ და ჩემზეც იტყვიან, მაგას რა ალაპარაკებს, როგორ ცუდად მოიქცაო. გახსოვთ ჩემი საქციელი, სადაც გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, როგორც არაქრისტიანიც არ უნდა საუბრობდეს. ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა. წლებია, რაც ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. რა საკითხზეც ვიყავი გაბრაზებული ყველამ იცით. მე მოვინანიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი, რა სიტყვებსაც ვამბობდი და როგორ. მე არავისთვის სამაგიეროს გადამხდელი ადამიანი არ ვარ. ღმერთს ვევედრები, რომ შური არ იძიოს. ადამიანები ვართ, მაშინ გაბრაზებულიც ვიყავი იმიტომ, რომ რამდენი ხანი ვუყურებდი ამ ყოველივეს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ძალიან მოწყალეა და მას განსაკუთრებული წვლილი აქვს თითოეულ ადამიანზე.

“უწმინდესი ძალიან მოწყალეა. ის მოწყალებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს ჰგავს. მამაა ჩვენი, განსაკუთრებული ღვაწლი აქვს თითოეულ ჩვენგანზე, მისი შვილები ვართ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

გაზიარება326

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
4.5k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
476
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
57
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
332
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
92
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
17
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
83
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან  დაგეგმილი რეისები გაუქმდა

დეკემბერი 13, 2025
249
მთავარი

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, რეისების გაუქმება მოსალოდნელ ძლიერ ქარს უკავშირდება. მათივე თქმით, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინის“ 2 და...

დაწვრილებითDetails

ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანასკოლელი დანით დაჭრა

დეკემბერი 13, 2025
193
მთავარი

მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანასკოლელი დანით თავის არეში დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».