სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა. ბიტკოინ-სიტი იქნება ქალაქი სადაც, კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკან კონჩაგუას ენერგიაზე იქნება შესაძლებელი. ბიტკოინ-სიტის მოსახლეობა დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება . ქალაქის მშენებლობისთვის სალვადორი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ობლიგაციებს გამოუშვებს. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესაქმნელად 300 000 ბიტკოინი დაიხარჯება. მიმდინარე წლის ივლისში სალვადორი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ ერთეულად აღიარა. ქვეყნის ეკონომიკა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. გზავნილების წლიური ჯამი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ვრცელდება ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ბებიის კომენტარი
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, (რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ), 8 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და ბებია ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. სოფელში სადაც ეს ფაქტი მოხდა, მეზობლებმა ნახეს, თუ როგორ დაადეს...