“წინა კვირაში გქვონდა დაახლოებით იგივე სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლო კვირაში, ოქტომბრის დასაწყისში. ყველას კარგად გვახსოვს, ერთ თვეში რომ გაოთხმაგდა მერე შემთხვევები და ორ თვეში რა დაემართა ქვეყანას. ეს არის ის სინამდვილე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სიტუაცია მეორდება, სამწუხაროდ, ჩვენ არათუ სხვის შეცდომებზე, საკუთარ შეცვდომებზეც ვერ ვსწავლობთ. ვხედავთ, რომ ადამიანები პირბადეს აღარ ატარებენ, დისტანციას არ იცავენ, წამოვიდა ისევ ქეიფები, პურ-მარილები, ჭირის სუფრები, ლხინის სუფრები, დაბადების დღეების აღნიშვნა… ერთერთ რაიონში ჭირის სუფრა იყო 300-კაციანი და ამას მოჰყვა იმ რაიონში დიდი აფეთქება უკვე, აღარ ვიცით უბრალოდ, მეტი რა უნდა ვუთხრათ ადამიანებს”.
კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს
„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...









