“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ამის შესახებ მან სუს-ში სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
ნიკა გვარამიას გამოკითხვა სუს-ში ხვალ, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე გაგრძელდება.
“ნამდვილად არ უკავშირდებოდა კრებსებს… დღეს გამოკითხვა შეწყდა, ხვალ გაგრძელდება 4 საათზე.
საკითხი ეხებოდა ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და ხვალაც გაგრძელდება.
მეტის თქმა არ შემიძლია… ვერ გეტყვით ვერაფერს დეტალებში… დრო მოვა ალბათ მალე, როცა განმარტებებს გავაკეთებ”, – ამბობს ნიკა გვარამია