თბილისში, ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია ვრცელდება, რომლის მიხედვით, აბაშიძეების ოჯახი სხვა პირმა ამოხოცა.
აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლლევან აბაშიძემ ჯერ ოჯახის ორი წევრი – დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა....