აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც ასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, 12 დაშავებული მოქალაქე სხვადასხვა სავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო კონკრეტულად, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა: „ინგოროყვას კლინიკაში“, „ნიუ ჰოსპიტალში“, „ამტელ ჰოსპიტალში“ „რეფერალურ საავადმყოფოში“ და „ოპტიმალს მედიში“.
ამასთან, თბილისის მიკროავტობუსში ამბობენ დაშავებული მძღოლის მდგომარება ძალიან მძიმეა.