? საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
? როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს
? გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს