საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღი შენდება. მოსახლეობა ბაღს თავისი ფინანსებით აკეთებს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
იმ ადგილას, რომელიც გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს ეკუთვნის, ბროწეულის ნერგები უკვე დარგეს, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.
2018 წელს, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ, მამა პეტრე კოლხმა გამოთქვა სურვილი, რომ მსახიობის გმირის – მარიტას სახელის უკვდავსაყოფად მარიტას ბაღი გაშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბროწეულები დაირგვებოდა.
ეს ადგილი კი სიმბოლურია, სოფელ პატარძეულში “ნატვრის ხის” ავტორის – გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ იქნებოდა.