კორონავირუსისგან განკურნებული მე-11 პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა, ის ახალგაზრდა მამაკაცია.
მისი ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი განაგრძობს მკურნალობას.