„10 ათასამდე აქცია გვაქვს ნაყიდი – მსოფლიოში რაც კი მსხვილი კომპანიაა, თითქმის ყველა შედის ჩვენს საინვესტიციო პროტფელებში,“ – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო სააგენტოს აქციების ძირითადი ნაწილი აშშ-ია ინვესტირებული. კერძოდ, აქციების პორტფელის ძირითადი – 41.5% აშშ-ია ინვესტირებული, 1.9% – კანადაში; 8.3% – ლათინურ ამერიკაში; 17.6% – ევროპაში; 18.5% – განვითარებულ აზიაში; 12.2 -განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში.
ამასთან, საპენსიო სააგენტომ გამოაქვეყნა იმ 28 ძირითადი საერთაშორისო კომპანიის ჩამონათვალი, რომელშიც საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები აქვს განთავსებული.
