LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება, მათ შორის ქვეითთათვისაც

დაპოსტა 2019/11/13-ში
147
ნახვა
გაზიარება

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება.

სიმთვრალისას  მძღოლისთვის გამოწერილი ჯარიმის ოდენობა დამიკიდებული იქნება  სისხლში ეთანოლის ოდენობაზე:  თუ ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას მძღოლის სისხლში ეთანოლის ოდენობა 0,3-დან 0,7 პრომილემდე დადგინდა, სანქცია 500ლარი და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევა იქნება, ხოლო თუ ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეს გადასცდება, მძღოლი 1.000 ლარით დაჯარიმდება. შემოწმებისთვის თავის არიდებაც 1.000-ლარიანი ჯარიმითა და მართვის უფლების 1 წლით ჩამორთმევით დაისჯება.

უფრო მკაცრი იქნება კანონი სატრანსპორტო საშუალების მეორედ ან მესამედ ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო, რისთვისაც უკვე შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, სახდელის მოხდამდე სიმთვრალეში ავტომანქანის მართვის განმეორება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევის გაზრდას კიდევ 1 წლით და 3-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო, თუ სახდელის მოხდამდე მძღოლი საჭეს მთვრალი მესამედ მიუჯდება, მას მართვის უფლება კიდევ ორი წლით ჩამოერთმევა, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 7-დან 15 დღემდე მოელის.

იზრდება ჯარიმა ნასვამ და მართვის უფლების არმქონე პირისმიერ ავტომანქანის განმეორებითი მართვისთვის და მისი ოდენობა 2500 ლარით განისაზღვრება. კანონი ითვალისწინებსადმინისტრაციულ პატიმრობასაც. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი პირისმიერ მეორედ ან მესამედ სატრანსპორტო საშუალების მართვას ავარიამოჰყვება, მძღოლი 3500 ლარით დაჯარიმდება, მართვის უფლების ჩამორთმევა კი გაეზრდება 3 წლის ვადით და 10-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. სანქციები მკაცრდებასიჩქარის გადაჭარბებისთვის. თუ დღეს გადაჭარბებად ითვლებადადგენილზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, ახალიკანონით ეს ზღვარი 10 კმ/სთ-მდე მცირდება. გარდა ამისა, სიჩქარის 40 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება, სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებაკი – 250 ლარით, 150 ლარის ნაცვლად. თუ იურიდიულ პირს სიჩქარის გადაჭარბება ვიდეო ან ფოტოფირზე დაუფიქსირდება, მას ჯარიმები გაორმაგებული მოცულობით დაეკისრება.

მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას, ახალიპროექტით კი ეს სანქციაც შემოვა. მაგალითად, 40 კმ/სთ-მდესიჩქარის გადაჭარბებისთვის მძღოლს, 150 ლარით დაჯარიმებისგარდა, მართვის მოწმობაზე 10 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის – 20 ქულა, 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად. კანონპროექტში გათვალისწინებულია ავტომობილის მესაკუთრის უფლებაც. კერძოდ, თუ სამართალდარღვევა ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირდა, უფლებამოსილ პირს შეუძლია წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტუროს სამართალდარღვევის ჩადენისფაქტი, თავად გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და ის უშუალოდსამართალდამრღვევს დაეკისროს.

მკაცრდება ავტომობილის დგომა-გაჩერების წესების დარღვევა. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევა და პასუხისმგებლობის ზომად 100-ლარიანი ჯარიმა დადგინდა.

ორმაგდება ჯარიმა ქვეითის მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვის და 10-ის ნაცვლად 20 ლარი გახდება, ხოლო 1 წლისგანმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა უკვე 40 ლარი იქნება. თუ ქვეითის ქმედებებს მოჰყვა საავარიო ვითარება ანმოძრაობის შეფერხება, დღეს არსებული 50 ლარის ნაცვლად, გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო (ავარია)შემთხვევის ადგილის მიტოვება. დამრღვევს დაეკისრება1.000-ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლება ერთი წლითშეუჩერდება.თუ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებსშუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნისმოთხოვნის დაუცველობისთვის, გასწრების წესების დარღვევისგანმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობის გაზრდას, ახალიკანონმდებლობით, შესაბამის დარღვევად განისაზღვრა ამსამართალდარღვევის 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა დაპირი დაჯარიმდება 100 ლარით.მანქანის მართვისას მობილურიკომუნიკაციით სარგებლობისთვის დღეს მოქმედი 30-ლარიანი ჯარიმა60 ლარი გახდება.

ცნობით, სპორტული მანევრი სამართალდარღვევის ახალი სახეობაა, რომელიც პროექტით შემოდის. მაგალითად, თუ მძღოლმა წინასწარი შეცნობით განახორციელა მკვეთრი მანევრი, რასაც სატრანსპორტო საშუალების მოცურება მოჰყვა, ის 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ მკვეთრ მანევრს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, მძღოლს 750-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ზუსტდება და მკაცრდება სახდელები მართვის უფლების აკრძალვასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ პირი შეჩერებული მართვის უფლებით მიუჯდება საჭეს, 500 ლარით დაჯარიმდება, ჩამორთმეული მართვის უფლების მქონე – 700 ლარით, ხოლო მართვის უფლების არმქონე – 1.200 ლარით.

წყარო: ბიზნეპრესნიუსი

თეგები: მძღოლიპოლიციაქვეითიჯარიმა
გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1.1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
54
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
64
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
61
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
122
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
56
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
406
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
906
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
87
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
194
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».