LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა

დაპოსტა 2020/04/26-ში
74
ნახვა
გაზიარება

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 25 აპრილის 21:00 საათიდან 26 აპრილის დილის 6:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე სამართალდამცველებმა კიდევ 24 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 33 მოქალაქე დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

“უკრძალავდა ხალხთან კონტაქტს და ფარულად უთვალთვალებდა” – პროკურატურა უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს

თებერვალი 8, 2026
112
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­და­ბან­ში მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბულ ბრა­ლი უკვე წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე მარი გა­ხო­კი­ძეს ქმა­რი უზღუ­დავ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, უკ­რძა­ლავ­და ხალ­თან კონ­ტაქტს და ფა­რუ­ლად უთ­ვალ­თვა­ლებ­და....

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თებერვალი 8, 2026
115
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
38
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
898
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ქურდობის 7 ფაქტი გახსნა

თებერვალი 7, 2026
97
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი: 2006 წელს დაბადებული ხ.ბ. და 2001 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 7, 2026
8
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails

გურიაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თებერვალი 7, 2026
150
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1962 წელს დაბადებული ჯ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით...

დაწვრილებითDetails

31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს – დაკავებულია 39 პირი

თებერვალი 6, 2026
50
მთავარი

სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულია...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი შსს-ში

თებერვალი 6, 2026
38
მთავარი

სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, -...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თებერვალი 6, 2026
114
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისა, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».