LIVE TV
შაბათი, დეკემბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე ძალადობის ზრდა

დაპოსტა 2021/07/27-ში
24
ნახვა
გაზიარება

საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ,

ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტების მიმართ 5-6 ივლისს და შემდგომ პერიოდში გამოვლენილ თოთოეულ დანაშაულებრივ ქმედებასთან და სამართალდარღვევასთან დაკავშირებით

და გაასაჯაროვონ შედეგები, მათ შორის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირების (ორგანიზატორების) გამოვლენისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით.

“საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა,

განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ.

სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ამასთან, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა მსგავს შემთხვევაზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება არ ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით

ამ დრომდე არ მომხდარა ორგანიზატორი პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება, რაც დაუსჯელობის სინდრომს წარმოშობს.

აღნიშნულის შედეგად საფრთხე ექმნება ჟურნალისტური საქმიანობას, ამასთან უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ამან შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედის წარმომადგენლებზე და უბიძგოს თვითცენზურისკენ, რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი, პლურალისტური და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე,

როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით. სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა,

დაიცვას ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებები და მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია მიმართავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და ჟურნალისტებზე ძალადობა,

საზოგადოებას მისცენ კარგი მაგალითი, არ მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია, მიუხედავად მათი კრიტიკული მოსაზრებებისა და საჯაროდ დაგმონ მათ მიმართ ჩადენილი მსგავსი ფაქტები.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
4
მთავარი

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე 1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო...

დაწვრილებითDetails

უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

დეკემბერი 13, 2025
98
მთავარი

დღეს, 13 დეკემბერს ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ყველა ფრენა გაუქმებულია. მიზეზი უამინდობაა. სტამბოლის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან სამი ფრენა იყო დაგეგმილი: „თურქიშ ეარლაინის“ 2 რეისი და „პეგასუსის“ 1 რეისი. ბათუმის აეროპორტში...

დაწვრილებითDetails

სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა

დეკემბერი 13, 2025
6
მთავარი

სათაფლიას მღვიმის აღმოჩენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა. ეკოტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი შეუერთდა. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სათაფლიას მღვიმე 1925 წელს ქუთაისელმა...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
23
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა...

დაწვრილებითDetails

კასპში ზუკა გულაროვს ეძებენ

დეკემბერი 13, 2025
103
მთავარი

კასპში 18 წლის ზუკა გულაროვს ეძებენ. ინფორმაციას კასპის ჯგუფში ახალგაზრდას ნათესავები ავრცელებენ. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. გავრცელებული ინფორმაციით, გულაროვი 12 დეკემბერს გამთენიისას სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ის...

დაწვრილებითDetails

“მძიმე ზარები ეკლესიებზე” – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

დეკემბერი 13, 2025
55
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია, ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს: ,,ახალი წინასწარმეტყველება. დიდი გლოვისთვის გვამზადებს მამა ზეციერი. 2 ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალება! ხოლო ერთ-ერთი მათგანი ( მას ყველა იცნობს) (მძიმე ზარები ეკლესიებზე)!!! ამ თემას შევეხე...

დაწვრილებითDetails

დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

დეკემბერი 13, 2025
23
🇬🇪 Georgia - Anita Abgariani - Rehearsal - Junior Eurovision 2025
მთავარი

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული...

დაწვრილებითDetails

„ჯერ დანით დაჭრა, მეორე დღეს კი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა“ – პროკურატურა

დეკემბერი 13, 2025
357
მთავარი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელებში მომხდარი ძალადობის და განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ლოცვა ანდრია პირველწოდებულის მიმართ, რომელიც კეთილდღეობას ანიჭებს მთელ ოჯახს

დეკემბერი 13, 2025
6
მთავარი

ლოცვა ანდრია პირველწოდებულისადმი ყოვლად-დიდებულო მოციქულო წმიდაო ანდრეა, ქრისტეს მიერ შეყუარებულო, ანგელოზთაგან პატივცემულო, კაცთაგან თაყვანისცემულო, ეკლესიისა მტკიცეო საფუძველო, ყოველთა მორწმუნეთა მიმართ წინამძღვარო, მზეებრ შარავანდედითა შენითა სოფლისა განმანათლებელო, ქრისტეანეთა სულთა განმაბრწყინვებელო და...

დაწვრილებითDetails

13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

დეკემბერი 13, 2025
13
მთავარი

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. დედაღვთისამ მას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».