საბერძნეთს ტყის ხანძრების ჩაქრობის პროცესში დახმარებას 22 ქვეყანა უწევს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა “ტვიტერზე” დაწერა.
“ბერძენი ხალხის სახელით გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქვეყანას, რომელმაც ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარება და რესურსი გამოაგზავნა.
ჩვენ მადლობლები ვართ საბერძნეთის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროში”, – განაცხადა მიცოტაკისმა