LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საბერძნეთიდან საქართველოში 185 მოქალაქე დაბრუნდა

დაპოსტა 2020/05/06-ში
167
ნახვა
გაზიარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოს დაუბრუნდა საქართველოს 185 მოქალაქე. ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან..

მათივე ცნობით, მგზავრთა შორის იყო – ონკოლოგიური დაავადების მქონე 17 პირი; 5 ფეხმძიმე და მათი თანმხლები 4 პირი (მეუღლე, შვილი); ქრონიკული დაავადების მქონე 40 მოქალაქე; 18 არასრულწლოვანი და მათი თანმხლები 20 პირი; 14 მოქალაქე, ვინც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები საქართველოში; 17 ხანდაზმული, 65 წელს გადაცილებული პირი; კორონავირუსის გავრცელებამდე საბერძნეთში ტურისტულად მყოფი საქართველოს 22 მოქალაქე, ვისაც შექმნილი სიტუაციის გამო აღარ გააჩნდა ფინანსური საშუალება და თავშესაფარი; ასევე, 28 პირი ვინც ტრანზიტულად მგზავრობდა საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის დატოვებას.

ასევე, საელჩოს ორგანიზებით მოხდა ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე. ხოლო სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, მოხდა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორნონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახდენდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 9,815 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია

დეკემბერი 9, 2025
367
მთავარი

მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული.  გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც  მეტალოპლასტმასისა და  სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა იწვის ქუთაისში

დეკემბერი 9, 2025
2.8k
მთავარი

ქუთაისში ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ხანძარია

დეკემბერი 9, 2025
2.5k
მთავარი

ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობში განჩდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
82
მთავარი

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 16 წლის სპორცმენმა 80+ წონით კატეგორიაში თურქი, ერაყელი და ეგვიპტელი სპორცმენები დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ მებრძოლს სძლია. როგორც ბიძინა კლდიაშვილი გვეუბნება ალპაგუტს უკვე...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

დეკემბერი 9, 2025
36
მთავარი

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრიატთან ერთად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება. შესაბამისი ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატებს სპორტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების,...

დაწვრილებითDetails

საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

დეკემბერი 9, 2025
17
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტარ ბათუმი" (ს/კ 345682692). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები,...

დაწვრილებითDetails

“დაობებულ, დამპალ კედლებში მყავს ბავშვები” – წყალტუბოში ახლად აშენებული დევნილების ბინების მდგომარეობა

დეკემბერი 9, 2025
109
მთავარი

მოქალაქეები წუხან წყალტუბოში ახლად აშენებული დევნილების ბინების სავალალო მდგომარეობაზე. გუშინ აფხაზეთის ქუჩზე 4 ნომერი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა, დაზიანებულია მანქანა.  როგორც ადგილობრივები გვიყვებიან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ შემთხვევის...

დაწვრილებითDetails

იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დეკემბერი 9, 2025
75
მთავარი

იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაშავდა 30 ადამიანი. ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, აომორის პრეფექტურაში დაფიქსირდა. ჰოკაიდოს, აომორისა და ივატეს პრეფექტურებში ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული. მოსალოდნელია, რომ ტალღების სიმაღლე სამ მეტრს გადააჭარბებს

დაწვრილებითDetails

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

დეკემბერი 9, 2025
32
მთავარი

იაპონიაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. მიწისძვრის გამო, შეჩერებულია რკინიგზა და ათასობით აბონიმენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. 90 ათასს ადამიანს მიუვიდა...

დაწვრილებითDetails

Billboard-მა წლის შეჯამება დაიწყო

დეკემბერი 9, 2025
8
მთავარი

ჟურნალმა Billboard წლის მუსიკალური შედეგების შეჯამება დაიწყო. გამოცემამ 2025 წელს გამოსული ყველაზე წარმატებული ალბომები დაასახელა. ჟურნალის ჩარტის ლიდერი ამ კატეგორიაში კეი-პოპ ჯგუფი Stray Kids გახდა, ალბომით HOP, რომელიც ჩარტში პირველად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».