შატილის გზაზე დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი გადარჩენილი მგზავრი კი სიცოცხლისთვის ამ წუთებშიც იბრძვის. საბედისწერო ტურში მყოფი რუსთაველი დებიდან 25 წლის მედეა დევსურაშვილი, ადგილზე გარდაიცვალა, უმცროსი – 23 წლის ხატია სიკვდილს ებრძვის.
ნანი გავაკეთაშვილი,რომელიც მედეას მეგობარი და კურსელია, ამბობს, რომ მეგობრები მას მეას ეძახდნენ. ნანი ახლა გერმანიაში ცხოვრობს და ამბობს, რომ გარდაცვლილი მეგობარი სამუშაოდ გერმანიაში აპირებდა წასვლას.
ნანი გავაკეთაშვილი:
– ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, მეორე კურსიდან ერთად ვსწავლობდით, გეოგრაფიის ფაკულტეტზე. საველე პრაქტიკაზე, ანუ ექსპედიციაში ერთად ვიყავით და ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს მასთან.
მეა ჩემს ქორწილშიც იყო, ძალიან თბილი, მზრუნველი და კეთილი გოგო იყო, გაწონასწორებული, თავშეკავებული.
– ტურებში ხშირად დადიოდა?
– მოგზაურობით გატაცებული არ ყოფილა, მაგრამ უყვარდა, უფრო, პროფესიიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდი სწავლას უთმობდა ყურადღებას, დიდი გეგმები ჰქონდა (სამწუხაროდ, ეს მოგზაურობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა). მის დასაც ვიცნობ, ერთმანეთზე უკეთესი დები იყვნენ, სიკეთეს ასხივებდნენ, იმედია, ხატია გადარჩება. ახლა სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი, რა ვთქვა, მიჭირს წარსულში ლაპარაკი. გოგონებს კიდევ ერთი უმცროსი და ჰყავთ.

– რაზე გესაუბრებოდა ბოლო პერიოდში, რა გეგმები ჰქონდა?
წაიკითხეთ სრულად