აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 62 წლის შალვა ტორონჯაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს.
გამოძიება დაკავებულებს სსკ-ის 126-ე მუხლს ედავება. საქმე ეხება ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც შალვა ტორონჯაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სტუმრებს მასპინძლობდა.
საბედისწერო ვახშამზე, სიტყვიერი დაპირისპირება მასპინძელსა და სტუმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეზობლების თქმით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის კონფლიქტი ამოიწურა, 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც ცხედარს გუშინ ჩაუტარდა. თავად დაკავებული პირები თავს უდანაშაოლოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
წყარო: Primetime.ge